პუტინის თქმით, რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმება“ იმიტომ დატოვა, რომ გარიგების გაგრძელებამ „იმ სახით, როგორც ის არსებობდა, ყოველგვარი აზრი დაკარგა“.
რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მარცვლეულის შეთანხმებას იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ მისი პირობები შესრულდება. პუტინი რუსული მარცვლეულისა და სასუქების მიწოდებაზე სანქციების მოხსნას, რუსული ბანკების სვიფტის სისტემასთან დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სასუქების წარმოების კომპონენტებისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდების აღდგენას მოითხოვს. ეს მოთხოვნები პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე დაასახელა.