იტალიაში ჰაერის ტემპერატურა 47 გრადუსს აღემატება. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განგაშის წითელი დონე 23 ქალაქში, მათ შორის რომში, ფლორენციაში, ბოლონიაში, ბარიში, კატანიაში, კალიარიში, პალერმოსა და ტურინში გამოაცხადა. სამინისტრომ მოუწოდა მოსახლეობას, მოერიდონ გარეთ გასვლას ყველაზე ცხელ საათებში და უარი თქვან ალკოჰოლზე, ყავასა და გაზიან სასმელებზე.
ეს ქვეყნის 27 მთავარი ქალაქიდან 23-ს ეხება. ჰაერის ტემპერატურა ზოგიერთ ადგილას 47 გრადუსს აღემატება. თითქმის 42 გრადუსია ცელსიუსით რომში.
იტალიის საავადმყოფოებში მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც სიცხესთან დაკავშირებული დაავადებების გამო გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ.