სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ პატარა ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა

18 ივლისი 2023, 17:45 1099 ნახვა

ჩაქვში სასტუმრო "ოაზისის" აუზში ბავშვი დაიხრჩო.არსებული ინფორმაციით,ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ბავშვი გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სასტუმრო ,,ოაზისის'' საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განცხადებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერჯერობით მომხდარზე ვერ ისაუბრებენ."ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები. მომხდარი ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს, გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი