ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისის" აუზში ბავშვი დაიხრჩო

18 ივლისი 2023, 14:41 4980 ნახვა

ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისის" აუზში ბავშვი დაიხრჩო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ბავშვი გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

სასტუმრო ,,ოაზისის'' საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განცხადებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერჯერობით მომხდარზე ვერ ისაუბრებენ. 

"ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ტერიტორიაზე იმყოფება საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ამ წუთებშიც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს,  მომხდარზე საუბრისგან თავს შევიკავებ. მოგვიანებით, ადმინისტრაციის მხრიდან განცხადება აუცილებლად გაკეთდება", - აცხადებს დიმიტრი მოდრეკელიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი