საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა ჯედას ალ-სალამის სასახლეში თურქული წარმოების ელექტრომობილით თურქეთის პრეზიდენტთან ერთად გაისეირნა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს ავტომობილი ერთ-ერთია იმ ელექტრომობილებიდან, რომელიც ერდოღანმა სალმანს აჩუქა.
საუდის არაბეთს რეჯეპ თაიპ ერდოღანის მაისში მისი ხელახალი არჩევიდან ორ თვეზე ნაკლებ დროში ეწვია და ეს არის პირველი ქვეყანა სპარსეთის ყურის რეგიონში სამდღიანი ტურნეს ფარგლებში, რომელიც ყატარსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსაც მოიცავს. ერდოღანის ვიზიტის მთავარი მიზანი ქვეყანაში სამომავლოდ ინვესტიციების მოზიდვაა.
თურქეთის ლიდერი ცდილობს შეამსუბუქოს საბიუჯეტო დატვირთვა, ქრონიკული ინფლაცია და ეროვნული ვალუტის გაუფასურება.