კათოლიკოს-პატრიარქი გვიან ღამით, მისმა ექიმმა მოინახულა. შალვა პეტრიაშვილის განმარტებით, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კარდიოლოგის თქმით, პატრიარქმა მძიმე ოპერაცია გადაიტანა და მის ჯანმრთელობას მოფრთხილება სჭირდება. რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შესაძლო შეხვედრის საკითხს, ექიმის განცხადებით, ეს თავად პატრიარქის გადასაწყვეტია.