ავტომობილი არხში გადავარდა

16 ივლისი 2023, 11:03 579 ნახვა

ბათუმში, ხახულის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა არხში ჩავარდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. როგორც თვითმხილველები გვიყვებიან,  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხახულის ქუჩაზე, ბათუმის მერიის დაკვეთით, ამ ეტაპზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

სამუშაოები როგორც არხში, ასევე არხზე გამავალ ხიდებზე ტარდება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში