''ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერ პროგრამაში“ მონაწილეობის მსურველებისთვის განაცხადების მიღება ქობულეთში დაიწყო. პროცესი 28 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
პროექტში მონაწილეობა შეუძლია მარტოხელა, მრავალშვილიან, ძალადობის მსხვერპლ, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილების დედებს და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელს.
პროგრამა გასულ წელს ამოქმედდა და ბიუჯეტიდან 20-ათასი ლარია გათვალისწინებული.