ძალიან სამწუხარო იყო 8 ივლისს ადამიანების ნახვა, რომლებიც სავსე იყვნენ სიძულვილით, ძალადობა მშვიდობიანი კონცერტის ჩასაშლელად - კელი დეგნანი

13 ივლისი 2023, 11:46 522 ნახვა

მინდა, გამოვეხმაურო გასულ შაბათს, ლისის ტბაზე განვითარებულ მოვლენებს. ძალიან სამწუხარო იყო ისეთი ადამიანების ნახვა, რომლებიც სავსე ივნენ სიძულვილით, ძალადობის გამოყენება მშვიდობიანი, დახურული კონცერტის ჩასაშლელად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამბობენ, რომ მოქმედებენ ღმერთის სახელით- ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი „პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებით 8 ივლისს განვითარებულ მოვლენებ.

ელჩის განმარტებით, შაბათის ღონისძიების წინა დღეს დაარწმუნეს, რომ შსს-ს მაღალჩინოსნები ფესტივალის მოწინააღმდეგეებს პოლიციის პერიფერიის გარღვევის უფლებას არ მისცემდნენ, თუმცა ამ ადამიანებს არა მხოლოდ პოლიციის პერიმეტრის გარღვევის, არამედ ადგილზე შესვლისა და ვანდალიზაციის უფლება მიეცათ.

„ხალხი შეიძლება, ვერ თანხმდებოდეს ბევრ საკითხზე, მაგრამ შეგვიძლია, შევთანხმდეთ, რომ ქრისიტიანული ღირებულებები, უპირველეს ყოვლისა, არის თანაგრძნობა, სიყვარული, შემწყნარებლობა, პატივისცემა, იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი.

გასულ წელს ვნახეთ, რომ პოლიციამ იცის, როგორ დაიცვას მოქალაქეები და გააკონტროლოს მომიტინგეები. წინა კვირას, შაბათის ღონისძიების წინა დღეს დამარწმუნეს, რომ შსს-ს მაღალჩინოსნები მომიტინგეებს პოლიციის პერიფერიის გარღვევის უფლებას არ მისცემდნენ და მომიტინგეები უსაფრთხო დისტანციას დაიცავდნენ კონცერტზე დამსწრე ხალხისგან, არცერთი არ მომხდარა. ჩვენ ასეთი ვერაფერი ვნახეთ. ფაქტობრივად, დაუმორჩილებელ ბრბოს, ძალადობის მოწოდებით თბილისის ქუჩებში რამდენიმე კილომეტრის გავლის საშუალება მიეცა. მათ მიეცათ არა მხოლოდ პოლიციის პერიმეტრის გარღვევის, არამედ ადგილზე შესვლისა და პოლიციის მხრიდან უპასუხოდ ვანდალიზაციის, გაძარცვისა და ქონების განადგურების უფლება.

ძალიან შემაშფოთებელია იმის დანახვა, თუ რა არის თბილისის ქუჩებში მოქალაქეებზე თავდასხმების ერთი შეხედვით კოორდინირებული სერია. ეს იგივე ექსტრემისტები, რომლებიც შაბათს ვნახეთ, იყვნენ იგივე ექსტრემისტები, რომლებმაც მოაწყვეს ძალადობა 2021 წელს. ისინი არიან „ფეისბუქის“ საიტებზე, ვიდეოზე, მხარს უჭერენ, ძალადობისკენ მოუწოდებენ, ამბობენ, რომ თბილისის ქუჩებში სეირნობისას ყბების დამტვრევას და სისხლის დაღვრას აპირებენ, ემუქრებიან ხალხს ძალადობით და ამაყად ამბობენ, რომ ისინი ძალადობის მომხრე არიან. ვფიქრობ, თბილისში ყველა თავს უფრო დაცულად იგრძნობს, როცა ვიდეოზე მყოფ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი