ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ ახლა, როდესაც ომი მიმდინარეობს, არ არის უკრაინის სრულუფლებიან წევრად ნატო-ში შესვლის დრო - იენს სტოლტენბერგი

11 ივლისი 2023, 21:28 810 ნახვა

ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ ახლა, როდესაც ომი მიმდინარეობს, არ არის უკრაინის სრულუფლებიან წევრად ნატო-ში შესვლის დრო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის პირველი დღის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არის ორი განზომილება; ერთი ეხება უკრაინის მიერ უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაციის დონეს, ასევე მმართველობის განმტკიცებას, რაც მოიცავს კორუფციასთან ბრძოლას. ეს არის საკითხები, რომლებსაც განვიხილავთ ალიანსის ყოველი გაფართოების წინ, რადგანაც გვსურს კარგი მმართველობა, თანამედროვე თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტები და გვსურს შეიარაღებული ძალები, რომლებიც ურთიერთავსებადი არიან ნატო-სთან. ამ საკითხებზე ვმუშაობთ, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების მოდერნიზაციაზე, ისე ურთიერთავსებადობაზე, რაც ხდება რამდენიმეწლიანი პროგრამით, რომელიც შევათანხმეთ. ასევე, არის სხვა განზომილება და ფაქტია, რომ უკრაინაში ომია და უკრაინულმა ძალებმა აჩვენებს გამბედაობა, უნარები და კომპეტენცია, რომელმაც მთელი მსოფლიო გააოცა. ამავე დროს, ეს არის სრულმასშტაბიანი ომი და ამიტომ, ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ როდესაც ომი მიმდინარეობს, ახლა არ არის უკრაინის სრულუფლებიან წევრად ნატო-ში შესვლის დროს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი