დეკანოზის საქმეზე განცხადებები, ბრიუსელშიც გაკეთდა, სადაც საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია იმყოფება. სასულიერო პირები ფიქრობენ რომ აუცილებელია პროკურატურამ სწრაფად გამოაქვეყნოს მტკიცებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ზარალდება ეკლესიის იმიჯი. ისინი ასევე მიესალმებიან საქართველოს პატრიარქის გუშინდელ ინიციატივას, იმის შესახებ რომ გამოძიება სახელმწიფომ და საპატრიარქომ ერთობლივად უნდა აწარმოონ. სასულიერო პირები ენდობიან გამოძიებას. სინოდის წევრები ნატო-ს შტაბ-ბინაში მართავენ შეხვედრებს. განსახილველი მთავარი თემა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაა.