2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება.
დღეს აბიტურიენტები ინგლისური ენის გამოცდას აბარებენ. ამჟამად მიმდინარეობს პირველი სესია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე 95%-მდე გამოსაცდელი გამოცხადდა. დაიგვიანა 3-მა აბიტურიენტმა.
მათივე ცნობით, მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს სთხოვს, არ დაიგვიანონ და ბარათზე მითითებულ დროს გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრში.