გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტი ბერბელ ბასი თბილისს დღეს ესტუმრება

10 ივლისი 2023, 10:04 564 ნახვა

გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტი ბერბელ ბასი თბილისს დღეს ესტუმრება.

საქართველოში გერმანიის საელჩოს ცნობით, ბერბელ ბასის ვიზიტი ქართველი კოლეგის, შალვა პაპუაშვილის მოწვევით იმართება. მათივე ინფორმაციით, ბერბელ ბასი შეხვდება შალვა პაპუაშვილს, სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს.

როგორც საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული, გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ემსახურება გერმანიისა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

ვიზიტის პროგრამაში არის ასევე სამხრეთ ოსეთთან არსებული ადმინისტრაციული ხაზის მონახულება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ბრიფინგი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში