სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

22 თებერვალი 2017, 00:00 2762 ნახვა

სასტუმრო "გენაცვალეს"დისკო კლუბში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო,რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. შინაგან სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ სახანძრო-სამაშველოს სამი ეკიპაჟი შეტყობინების შესვლიდან, 6 წუთში შემთხვევის ადგილზე იყო. როგორც უწყებაში გვითხრეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ბათუმში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხუთი დაშვებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.ხანძარი სასტუმრო "გენაცვალეს"დისკო კლუბში დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი