ეროვნული გამოცდები 2023, უკვე მეორე დღეა გრძელდება. აბიტურიენტები, დღესაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებს აბარებენ.
ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრში ფუნქციონირებს. გამოცდაზე რეგისტრაცია დილის 8 საათიდან დაიწყო.
წელს უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის სურვილი რეკორდულმა რაოდენობამ - 45 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ გამოთქვა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ დაიწყო და 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.