ხარაგაულში მეწყერში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

03 ივლისი 2023, 14:15 413 ნახვა

სამდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ხარაგაულში გარდაცვლილი იპოვეს შუახნის კაცი, რომელიც მეწყერმა მოიყოლა.

შემთხვევის ადგილას ამ დროისთვის გარდაცვლილის ამოყვანის ღონისძიებები მიმდინარეობს. მეწყერული პროცესები სარკინიგზო მაგისტრალთან ორი დღის წინ განვითარდა და მას შემდეგ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი პირუტყვს ეძებდა, როდესაც მეწყერი ჩამოწვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში