ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების განცხადებით, ავტომანქანა ბეტონის ჯებირს შეეჯახა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შემდეგაც აფეთქდა.
ოთხი ადამიანი ადგილზევე დაიღუპა, ერთი კი კლინიკაში გარდაიცვალა.