ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოთხედფინალში უკრაინამ საფრანგეთი 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება. ფრანგები შერკიმ დააწინაურა, რის შემდეგაც მუდრიკის მოპოვებული პენალტით სუდაკოვმა ანგარიში გაათანაბრა.
უპირატესობას საფრანგეთი ფლობდა, მაგრამ კონტრშეტევისას მუდრიკის პასით სუდაკოვმა მეორე გოლი გაიტანა.მეორე ტაიმში ბონდარენკომ მესამე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
უკრაინელთა გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი საბოლოოდ დაკარგა. რაც შეეხება მეორე მატჩს, ინგლისმა პორტუგალიას 1:0 მოუგო და ნახევარფინალში ისრაელის ნაკრებს ბათუმში დაუპირისპირდება.