საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა დღეს, 17:00 საათიდან განახლდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერისგან სრულად არის გაწმენდილი ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი. რის შედეგადაც, შესაბამისად, 3 ივლისის 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება.
მათივე ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები:
მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები:
გუშინ, 2 ივლისს, მეწყერის გამო, უსაფრთხოების მიზნით, გაუქმდა სამგზავრო, მათ შორის მაგისტრალური და საგარეუბნო რეისები.