ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად მთის მასის ქვეშ მოყოლილი 77 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
შემთხვევის ადგილას ამ დროისთვის გარდაცვლილის ამოყვანის ღონისძიებები მიმდინარეობს.
მეწყერული პროცესები სარკინიგზო მაგისტრალთან ორი დღის წინ განვითარდა და მას შემდეგ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი პირუტყვს ეძებდა, როდესაც მეწყერი ჩამოწვა.