დაპირისპირება კასპში

30 ივნისი 2023, 20:32 471 ნახვა

კასპში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დღეს მოსახლეობას ხვდებოდა, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდნენ. ამასთან, რამდენიმე პირი „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსაც დაუპირისპირდა. ადგილზე იმყოფება პოლიცია. როგორც შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვალერი თელიამ განაცხადა, პოლიცია შესაბამისად მოქმედებდა და ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე იქნება პასუხი.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში