კასპში ლევან ხაბეიშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ

30 ივნისი 2023, 16:06 496 ნახვა

კასპში ლევან ხაბეიშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საპენსიო პროგრამა წარადგინა.

გარეთ შეკრებილი ადამიანები შეძახილებით ლევან ხაბეიშვილისა და ბადრი ბასიშვილის კასპში ჩასვლას აპროტესტებენ. ლევან ხაბეიშვილის მანქანასთან გვირგვინი მიიტანეს და ავტომობილი დააზიანეს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში