აჭარასა და კახეთში სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

29 ივნისი 2023, 10:33 709 ნახვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის წარმომადგენლებმა აჭარასა და კახეთში სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ლენტური ტიპის ობიექტებს შუახევის, ხულოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მიაგნეს.

უწყების ინფორმაციით, ყველა მათგანი ამჟამად დალუქულია.

"2 დაურეგისტრირებელი, ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოვლენილია აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანასა და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთში.

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში, მოქალაქეს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, საცხოვრებელ სახლთან მდებარე ფარდულში ჰქონდა განთავსებული. ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია წიფლისა და თხმელას (მურყანი) სახეობის, ჯამში 65 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი)", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამო, მასალები სამივე ფაქტთან დაკავშირებით, რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში