ახალგაზრდობის ხელოვნებისა და მეგობრობის თეატრალური ფესტივალი "ბათუმი 2023" გრძელდება . ფესტივალი , ტრადიციულად ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მასშტაბით მოქმედი მუნიციპალური ,პროფესიული და სამოყვარულო - თბილისის , საჩხერის,ხაშურის ,ფოთის ,მარტვილის , წყალტუბოს,ბოლნისის, ახალქალაქისა და ჩოხატაურის თეატრალურმა დასებმა. ფესტივალი ხვალ 29 ივნისს დასრულდება.