პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვეს დღეს ხელვაჩაურში. მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა საჯარო სკოლის 61 მეთორმეტე კლასელს სიმბოლური ჯილდო და 300 ლარი გადაეცა. საჩუქარი წარჩინებულ მოსწავლეებს მერმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა და ალექსანდრე მსხალაძის შვილიშვილმა გადასცეს. სტიპენდია გასულ წელს დაწესდა და მას დამამთავრებელი კლასის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს უნიშნავენ. დაჯილდოების ცერემონია ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას მერიისა და რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.