თორნიკე რიჟვაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 29 წლისთავთან დაკავშირებით, აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა

27 ივნისი 2023, 17:57 681 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 29 წლისთავთან დაკავშირებით, აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა - ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, სამსახურის ხელმძღვანელმა და ოფიციალურმა პირებმა თანამშრომლებს სამსახურის დაარსების დღე მიულოცეს, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.

"სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 29 წლისთავთან დაკავშირებით აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა სამსახურის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ანზორ ჩუბინიძემ. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ბათუმის ვიცე-მერი ლევან დავითაძე ესწრებოდნენ.

სამსახურის ხელმძღვანელმა და ოფიციალურმა პირებმა თანამშრომლებს სამსახურის დაარსების დღე მიულოცეს, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი