მუსლიმმა მომლოცველებმა გამთენისას არაფა დღე აღნიშნეს, რომელიც წმინდა ადგილების მოლოცვის ეგრეთწოდებული ტრადიციული ჰაჯის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. მორწმუნეები მექის მახლობლად არაფატის მთისკენ გაემართნენ, სადაც მუჰამედ წინასწარმეტყველმა გადმოცემის თანახმად 14 საუკუნის წინ თავისი მიმდევრების წინაშე უკანასკნელად იქადაგა. მომლოცველები მთაზე მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ლოცულობენ.
საუდის არაბეთის ხელისუფლების განცხადებით, 1,6 მილიონზე მუსლიმი მომლოცველი უკვე ჩავიდა ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ წმინდა ადგილების მოლოცვა ოფიციალურად დღეიდან იწყება.
საუდის არაბეთი 2019 წლიდან კოვიდ-შეზღუდვების მოხსნის შემდეგ წელს პირველად წმინდა ჰაჯზე 2,6 მილიონი მუსლიმი მომლოცველის მისაღებად არის მზად.
ისლამური რელიგიის მიხედვით ყველა მუსლიმმა ერთხელ მაინც უნდა შეასრულოს ჰაჯი და თავისი სიცოცხლის განმავლობაში მოინახულოს ეს ადგილები.
ჰაჯი მსოფლიოში ყველაზე დიდი რელიგიური შეკრებაა.