ლატვიამ შეაჩერა რუსეთის მოქალაქეების განცხადებების მიღება ყველა სახის ვიზაზე, – ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, განკარგულება ძალაში დღეიდან შევიდა. ასევე აღნიშნავენ, რომ განცხადებების მიღება “რუსეთში შიდა პოლიტიკური მოვლენების არაპროგნოზირებადი განვითარების გამო“, დროებით შეაჩერეს.
“რუსეთში საშინაო პოლიტიკური მოვლენების არაპროგნოზირებადი განვითარების გამო, 2023 წლის 26 ივნისიდან რუსეთის მოქალაქეებისგან ყველა სახის ვიზაზე განაცხადის მიღება შეჩერებულია“, – აღნიშნულია განცხადებაში.