რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა გავლენა არა მხოლოდ ადამიანებსა და ინფრასტრუქტურაზე, არამედ გარემოზეც მოახდინა. ომის შედეგად განადგურდა ფლორა და ფაუნა.
უკრაინელი მეცნიერები ამბობენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული დელფინები არიან. ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში ომის შედეგად, დაახლოებით 50,000 დელფინი მოკვდა.