ოკუპანტის იერიში კიევზე 

24 ივნისი 2023, 12:00 535 ნახვა

რუსეთი აგრძელებს უკრაინის დაბომბვას. ღამით ოკუპანტების მიერ კიევზე მიტანილ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა უკრაინული მედიის ინფორმაციით, მაღალსართულიან კორპუსში, ნამსხვრევების მოყოლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა.

გარდა ამისა, ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს სამედიცინო დახმარება ადგილზევე ჩაუტარდათ.

ამასთან, გასულ ღამეს საჰაერო განგაში გამოცხადდა სუმის, პოლტავას, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, მიკოლაივის და ოდესის რეგიონებში.

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ დაფიქსირდა კასპიის ზღვიდან სტრატეგიული ავიაციის მიერ ფრთოსანი რაკეტების გაშვება. მოგვიანებით, აფეთქებები მოხდა დნეპრში, ხარკოვსა და კიევში.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში