"აქცია არის უვადო" - გაფიცული მაღაროელები მასშტაბურ აქციას აანონსებენ. ვიდეო მიმართვას მაღაროელები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.აქცია კვირას საღამოს 7 საათზე გაიმართება.ისინი მოსახლეობას მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. უკვე 18 დღეა მაღაროელები პირობებისა და ანაზღაურების გაუმჯობესებას ითხოვენ და პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. გაფიცულები მაღაროების მართვაში გადაცემაზე კომპანიის შეთავაზებაზე უარს ამბობენ.