25 ივნისს შუახევის მუნიციპალიტეტში, 9 აპრილის ხეივანში მუსიკალური საღამო გაიმართება - ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, წარმოდგენა საღამოს 19:00 საათზე დაიწყება.
უწყების განმარტებით, მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცე - გიტარის მუსიკალური ვორქშოპი, მუსიკალური ინსტრუმენტების ძერწვის ვორქშოპი, სახის მოხატვა, ნოტების ქსოვა, საპნის ბუშტები.
პროგრამა კი ასეთია:
19:00 - სპექტაკლი „წითელქუდა“
19:00 – 22:00 - საბავშვო გასართობი სივრცე:
19:00- 21:00 - ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის მასტერკლასი
19:30 - 22:00 - გოგონათა ბენდი 117, ბენდი ნალი . დუეტი ლეონი.