ხვალ, 24 ივნისს ბათუმის ცენტრალურ პარკში მუსიკალური საღამო გაიმართება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, წარმოდგენა საღამოს 19:00 საათზე დაიწყება.
მათივე ინფორმაციით, მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცე - გიტარის მუსიკალური ვორქშოპი, მუსიკალური ინსტრუმენტების ძერწვის ვორქშოპი, სახის მოხატვა, ნოტების ქსოვა, საპნის ბუშტები
19:00 - სპექტაკლი „წითელქუდა“
19:00 - 22:00 ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა
19:00 - 21:00 ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის მასტერკლასი
20:00 - 21:30 დავით მაზანაშვილის ბენდი, სოფო ხალვაში, სოფო გელოვანი, სალომე ბაკურაძე, თემურ თათარაშვილი, აჩიკო ცანკაშვილი, გელა დონაძე და ანუკი ცქვიტინიძე.