შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას მიესალმება

23 ივნისი 2023, 10:00 518 ნახვა

შარლ მიშელი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, რაც არის არსებითი ნაბიჯი საქართველოში დეპოლარიზაციისკენ“, – აღნიშნულია პრესრელიზში.

შარლ მიშელი ასევე მიესალმება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ საქართველო არ შეეცდება მიიღოს კანონი უცხოური გავლენის შესახებ.

„საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება – „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით არმიღება – პოზიტიური ნაბიჯია. სისტემურ მიდგომაზე ფოკუსირება საჭიროა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ევროსაბჭოს გადაწყვეტილება გასულ წელს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, პოზიტიურ იმპულსს ქმნის რეფორმებისთვის, რათა ქვეყანა წინ წავიდეს მის ევროპულ გზაზე. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, - აღნიშნულია ევროპული საბჭოს პრესრელიზში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში