როგორ გაძლიერდეს აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის დაავადების პრევენციულ ღონისძიებებში მესამე სექტორის როლი? ამ საკითხზე დღეს ბათუმში იმსჯელეს. ორგანიზაცია ,,გლობალურ ფონდში” მიიჩნევენ, რომ ამ კუთხით უნდა გაიზარდოს მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობაც. ამასთან 12 ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაცია შეისწავლის მიდგომებს, თუ როგორ უნდა იმუშაონ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან საბიუჯეტო ადვოკატირების განხორციელებისთვის, რადგანაც როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, საქართველოს ეკომონიკური ზრდის ფონზე შესაძლოა დაფინსანსება სწორედ ხელისუფლებას დაეიკისროს.