მაღაროელების პროტესტი ჭიათურასა და თბილისში გრძელდება. გაფიცული, რომელმაც თვალები ამოიკერა,დღეს შეუძლოდ გახდა.მედიკოსები გიორგი კუპატაძეს სთხოვენ შეწყვიტოს პროტესტის უკიდურესი ფორმა რადგანაც საფრთხეა მხედველობის დაკარგვის.თუმცა გაფიცული სამთოელი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს და პირიქით ითხოვს, პრემიერ-მინისტრმა გაფიცულებს მოუსმინოს და შეხვდეს.4-მა მაღაროელმა პარლამენტთანაც დაიწყო დღეს დილიდან შიმშილობა.გაფიცული მაღაროელების მოთხოვნები და კომპანია ჯორჯიან მარგანეზის პასუხი პროტესტის მე მე 16 დღეს- სიმონ შანავა გვიერთდება პირდაპირ ეთერში.