მაღაროელების პროტესტის მე-16 დღე 

21 ივნისი 2023, 15:01 750 ნახვა

ხმაური იყო ცოტახნის წინ ჭიათურის მერიასთან, სადაც მერის წარმომადგენლებს აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ. სიტუაცია მალევე განიმუხტა. ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვის მე-16 დღეა და პროტესტის უკიდურესი ფორმა ისევ გრძელდება. მაღაროში დასაქმებული 11 პირი მე-10 დღეა შიმშილობს.

დღეს ჭიათურის მაღაროში დასაქმებულმა 4-მა მაღაროელმა პარლამენტთანაც დაიწყო შიმშილობა. ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლები უპირობოდ ხელფასების 20 პროცენტით გაზრდას, შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. გაფიცულ მაღაროელს, რომელსაც პროტესტის ნიშნად თვალები აქვს ამოკერილი, მედიკოსები პროტესტის ამ ფორმის შეწყვეტის რეკომენდაციას აძლევენ, რადგან არსებობს მხედველობის დაკარგვის და ინფექციის საფრთხე. მე-4 დღეა პირი აქვს ამოკერილი კიდევ ერთ გაფიცულს.

ძალაში რჩება ''ჯორჯიან მანგანეზის'' შემოთავაზება ხელფასების 5 %-ით გაზრდის შესახებ, რასაც დასაქმებულები არ ეთანხმებიან. საინიციატივო ჯგუფმა  ,,ერთად ჭიათურისათვის”  პეტიცია გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ კომპანია ვერ უზრუნველყოფს მშრომელების მოთხოვნების დაკმაყოფილებას და არ არსებობს შეთანხმების მიღწევის გზა, მაშინ მანგანუმის მოპოვება ჭიათურაში უნდა გახდეს თვითმმართვადი და მაღაროელებს გადაეცეს მართვის უფლება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი