მაღაროელების პროტესტის მე-16 დღე 

21 ივნისი 2023, 12:02 647 ნახვა

პროტესტი არ წყდება. ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვის მე-16 დღეა. მაღაროში დასაქმებული 11 ადამიანი მე-10 დღეა შიმშილობს.

''ჯორჯიან მანგანეზის'' თანამშრომლები უპირობოდ ხელფასების 20 პროცენტით გაზრდას, შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

გაფიცულ მაღაროელს, რომელსაც პროტესტის ნიშნად თვალები აქვს ამოკერილი, მედიკოსები პროტესტის ამ ფორმის შეწყვეტის რეკომენდაციას აძლევენ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში