კანადურმა თვითმფრინავმა ჩრდილო ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული ტურისტული წყალქვეშა ნავის სამძებრო ოპერაციის დროს წყალქვეშა ხმები დააფიქსირა -განცახდებას აშშ-ის სანაპირო დაცვა ავრცელებს.
დაფიქისრებული ხმების წარმომავლობის დადგენის მიზნით მაშველთა ჯგუფებმა მათი წყალქვეშა რობოტიზირებული სამძებრო ოპერაციების ლოკაცია შეცვალეს - ნათქვამია დღეს დილას სანაპირო დაცვის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
დისტანციურად მართვადი აპარატების გამოყენებით ახალ ლოკაციაზე სამძებრო ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა, თუმცა დაკარგული წყალქვეშა ნავის სამძებრო ოპერაცია გრძელდება. სანაპირო დაცვა წყალქვეშ დაფიქსირებულ ხმებს დეტალურად არ აღწერს და არც იმას აკონკრეტებს, თუ როგორ დააფიქისრეს ეს ხმები.
ამერიკული კომპანია ოუშენ-გეიტს-ექსპედიშენის წყალქვეშა ნავს სახელად ტიტანს წყალქვეშ 96 საათის განმავლობაში დარჩენა შეუძლია.
გაუჩინარებული სუბმარინის ბორტზე 5 ადამიანია, ჰაერის მარაგი კი 22 ივნისის დილამდეა საკმარისი.