ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა ნაწილმა ღამე დედაქალაქში გაათენა - პროტესტის მონაწილეები დღეს მსვლელობას გეგმავენ

20 ივნისი 2023, 10:05 598 ნახვა

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა ნაწილმა ღამე დედაქალაქში გაათენა - მათ პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი განაგრძობენ პროტესტს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

16:00 საათზე, მაღაროელები და მათი მხარდამჭერები, პარლამენტის შენობიდან “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობას გამართავენ.

გაფიცულთა  მთავარი მოთხოვნა ხელფასის მატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება უცვლელია.

"ჯორჯიან მანგანეზში" ამბობენ, რომ დასაქმებულებს ხელფასების ეტაპობრივ ზრდას სთავაზობენ, ასევე გამოთქვამენ მზაობას, მაღაროელებთან ერთად შეიქმნას სამუშაო კომისია, რომელიც გაფიცულთა მოთხოვნებს და დასაქმებულთა სამუშაო პირობებს შეისწავლის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი