მაღაროელები აცხადებენ, რომ ჭიათურიდან დედაქალაქში გადაინაცვლებენ და პროტესტს პარლამენტის წინ გააგრძელებენ

19 ივნისი 2023, 11:06 668 ნახვა

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი მე-14 დღეა გრძელდება. გუშინ, შიმშილობის მერვე დღეს, ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა. შიმშილობს ათი გაფიცული მაღაროელი. 

გაფიცული მაღაროელები კომპანიისგან ხელფასის გაზრდას და ახალი გრაფიკის გადახედვას მოითხოვენ. რამდენიმე შეხვედრა გაფიცულებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის უშედეგოდ დასრულდა.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ გაფიცული მაღაროელები ჭიათურიდან დედაქალაქში გადაინაცვლებენ და პროტესტს პარლამენტის შენობის წინ გააგრძელებენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, 50-მდე მაღაროელი შიმშილობას საკანონმდებლო ორგანოს წინ დაიწყებს.

ცნობისთვის, „ჯორჯიან მანგანეზში“ განაცხადეს, რომ კომპანია თანახმაა დასაქმებულთა მოთხოვნის შესაბამისად, მუშაობა ძველი სამუშაო გრაფიკით განაახლოს. მათივე ცნობით, მორიგი მოლაპარაკების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მაღაროელებს საშუალება ექნებათ 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებს დაუბრუნდნენ და იყოს 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი.

აქვე აღნიშნულია, რომ პირველ ეტაპზე ხელფასი გაიზრდება 5%-ით. კომპანია, ასევე, მზადაა, მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პარალელურად, შეიქმნება ერთობლივი სამუშაო კომისია, რომელიც კრიზებზე იმუშავებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი