აქცია მთავრობის სახლთან

16 ივნისი 2023, 20:02 785 ნახვა

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თაჯვდომარის გუშინდელ განცხადებას სამარცხვინოს და მოღალატოებრივს უწოდებენ ნაციონალურ მოძრაობაში.ქობულეთის საკრებულოს წევრი და ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და თორნიკე რიჟვაძეს გადადგომისკენ მოუწოდეს. ლაშა კომახიძის თქმით, მან უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და აგვისტოს ომის მონაწილე გმირების შეურაცხყოფის გამო დატოვოს თანამდებობა. ოპოზიციური პარტიას მხარდამჭერები და წევრები მთავრობის თავმჯდომარეს მოუწოდებენ ასევე ბოდიში მოუხადოს მოქალაქეებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი