აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას „ლაჩრულად წაგებულ ომთან“ დაკავშირებით შეფასებები მოჰყვა პარლამენტში. ოპოზიცია თორნიკე რიჟვაძის შეფასებას მიუღებელს უწოდებს.
ამბობენ, რომ ეს პირველ რიგში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აყენებს შეურაცხყოფას.
მმართველ პარტიაში კი ფიქრობენ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საკუთარ შეფასებაში მაშინდელი მთავარსარდალი, მიხეილ სააკაშვილი და ის სამხედროებად წოდებული ადამიანები იგულისხმა, რომლებმაც ომში გმირულად დაღუპული ცხედრები მიატოვეს.