დნეპრში წყალი ნორმაზე 28 ათასჯერ მეტადაა დაბინძურებული

16 ივნისი 2023, 14:50 656 ნახვა

კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად გამოწვეული ზარალი იზრდება. მდინარე დნეპრში წყალი ნორმაზე 28 ათასჯერ მეტადაა დაბინძურებული - ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი საუბრობს.

ვიქტორ ლიაშკოს თქმით, მაღალია ქოლერისა და სხვადასხვა პარაზიტის გავრცელების რისკიც, აკრძალულია წყლის სასმელად გამოყენება, ასევე თევზჭერა და ბანაობაც კი. საფრთხის შემცველია შავი ზღვის უკრაინის სანაპიროებზე დასვენებაც. ამ დროისთვის კახოვკის წყალსაცავის ფსკერს დახოცილი ცხოველებისგან ასუფთავებენ, რათა გახრწნილი ნაწილები წყალში არ მოხვდეს.

პარალელურად ოკუპანტი უტევს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის კიევსაც. უკრაინული მხარე ადასტურებს კალიბრის ტიპის რამდენიმე ფრთოსანი რაკეტის გამოყენების ფაქტსაც.

ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ამ დროს კი სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი უკრაინაში სამსვიდობო მისიის ფარგლებში ჩავიდა. კირილ რამაფოსა ჩავიდა ბუჩაშიც.

პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, მოგვიანებით აფრიკის დელეგაცია მოსკოვში გაემგზავრება, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კი აღნიშნავს, რომ რუსული სარაკეტო შეტევა სწორედ ლიდერების დედაქალაქში ჩამოსვლის დროს მოხდა.  ამით პუტინს სურს აჩვენოს, რომ მზად არის უგულებელყოს უცხოელი ლიდერების უსაფრთხოება, ვინაიდან სრულ დაუსჯელობას გრძნობს - განაცხადა ანდრეი ერმაკმა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი