საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფრომაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ91-კმ92 (სოფ. ბაბილი) მონაკვეთზე 300 მ-ზე, ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული ღვარცოფული პროცესების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.