ავსტრალიის გმირი და ყველაზე ტიტულოვანი ომის ვეტერანი სამოქალაქო სასამართლომ ავღანეთში მსახურობისას ოთხი ავღანელის მკვლელობაში მონაწილეობის საქმეში დამნაშავედ ცნო. ბენ რობერტს-სმიტმმა განაცხადა, რომ შოკირებულია "არასწორი" განაჩენის გამო და მისი ქმედებებისთვის უარს ამბობს ბოდიშის მოხდაზე.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პირველ საჯარო კომენტარში ვიქტორია ჯვრის და სხვა უმაღლესი სამხედრო ჯილდოების მფლობელმა თქვა, რომ ამაყობს თავისი ქმედებებით ავღანეთში, სადაც 2006 და 2012 წლამდე სპეციალურ საჰაერო სამსახურში მსახურობდა. ავსტრალიის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ 1-ელ ივნისს რობერტს-სმიტის ცილისწამების გამო სამი გაზეთის წინააღმდეგ საქმე შეწყვიტა.
ამ გაზეთებში გამოქვეყნებულ სტატიებში ავსტრალიის ომის ვეტერანს თანამშრომლობის წესების დარღვევასა და უიარაღო ავღანელების მკვლელობაში ადანაშაულებდნენ. განჩინებაში მოსამართლემ თქვა, რომ გაზეთებმა თავიანთ პუბლიკაციებში არსებითი სიმართლე დაადასტურეს.