რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა უკრაინასთან აზოვისა ზღვისა და ქერჩის სრუტის გამოყენების შესახებ შეთანხმების გაუქმებას.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2003 წელს კიევსა და მოსკოვს შორის ხელმოწერილმა შეთანხმებამ აქტუალობა დაკარგა მას შემდეგ, რაც რუსეთმა დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსია მოახდინა.
„ვინაიდან ამ აკვატორიებთან მიმართებაში უკრაინამ დაკარგა მოსაზღვრე (სანაპირო) სახელმწიფოს სტატუსი, დღის წესრიგში დადგა აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი. რუსეთის შემადგენლობაში დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების მიღების შემდეგ, აზოვის ზღვის და ქერჩის სრუტის სანაპირო ეკუთვნის მხოლოდ რუსეთს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტი, რომელიც 2003 წელს ვლადიმირ პუტინმა და ლეონიდ კუჩმამ გააფორმეს, ადგენდა, რომ აზოვის ზღვა და ქერჩის სრუტე რუსეთისა და უკრაინის შიდა წყლებია. შეთანხმება ასევე განსაზღვრავდა აზოვის ზღვაში სახელმწიფო საზღვარს და აღნიშნულ აკვატორიაში გემების მიმოსვლას.
უკრაინამ კი აღნიშნული შეთანხმება, 2023 წლის თებერვალში გააუქმა.