ფაქტია, რომ პრეზიდენტის ნაბიჯები ინსტიტუციური კრიზისის წამახალისებელია, ამიტომ ვეტო უნდა დაიძლიოს - კობახიძე

13 ივნისი 2023, 12:59 689 ნახვა

ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეროვნულ ბანკში არ შეიქმნას ინსტიტუციური კრიზისი. სწორედ ამას ემსახურება ის კანონი, რომელიც მივიღეთ და, რომელთან დაკავშირებითაც გვიწევს ახლა ვეტოს დაძლევა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის ვეტო აუცილებლად დაიძლევა.

"ჩვენ ვფიქრობთ, როგორც ვეტოს დადება, ასევე საბჭოს წევრების არწარდგენა რეალურად შედეგად გამოიღებს ხელოვნური კრიზისის შექმნას, სწორედ ამის პრევენციას ემსახურება ის კანონი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. რა ამოძრავებს საქართველოს პრეზიდენტს, ამაზე საუბარი არ მინდა. თუმცა, ფაქტია, რომ პრეზიდენტის ეს ნაბიჯები სწორედ ინსტიტუციური კრიზისის წამახალისებელია, რის პრევენციასაც ჩვენ ვისახავთ მიზნად. ყველა შემთხვევაში, ვეტო უნდა იყოს დაძლეული, რომ არ მიეცეს ხელოვნურად კრიზის შექმნის საშუალება. ჩვენთვის მთავარია, რომ ინსტიტუციური კრიზისი არ შეიქმნას ეროვნულ ბანკში, ამისთვის დაიძლევა ვეტო“, – განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი