13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა

13 ივნისი 2023, 09:54 756 ნახვა

8 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან. 2015 წელს მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21  ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი ამ დრომდე  დაკარგულად ითვლება, 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა.  

სტიქია, მდინარე ვერეს ხეობაში,გვიან ღამით დაიწყო და  დილამდე გაგრძელდა. ხეობიდან მოვარნილმა მეწყერმა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები დააზიანა. 

სტიქია რამდენიმე ლოკაციაზე მძვინვარებდა. ეპიცენტრი სვანიძის ქუჩა, ვერეს ხეობაზე გამავალი ახალი გზა, ზოოპარკი და გმირთა მოედანი იყო

მთლიანად დაიტბორა "მზიური" და ზოოპარკი, სადაც დაიღუპა სამი თანამშრომელი და დაიხოცა ბინადართა დიდი ნაწილი. სვანიძის ქუჩაზე კი წყალმოვარდნის შედეგად უსახლკაროდ დარჩა 24 ოჯახი.  

საბოლოოდ, სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 100 მილიონი ლარი შეადგინა. მდინარე ვერე, ბეთანიის გზაზე წარმოქმნილი მეწყრის გამო ადიდდა, რამაც ამ მასშტაბის სტიქია გამოიწვია.

თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული გახდა.

ბავშვთა ქალაქ "მზიურში"  სწორედ 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ "ბეგის" ქანდაკება გაიხსნა.  

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში  ათასობით ახალგაზრდა ჩაერთო. შიშველი ხელებით, ნიჩბებითა თუ ხელთათმანებით  მოხალისეებმა დატბორილი ტერიტორიების გაწმენდა დაიწყეს. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი