ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ვახშამზე უმასპინძლა

12 ივნისი 2023, 22:03 583 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ვახშამზე უმასპინძლა.ინფორმაციას ამის შესახებ  ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა დიპლომატებთან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი არაფორმალურ გარემოში განიხილა.

„საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკას.

ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას“, - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში